კახა კალაძე - კონგრესმენებთან სამუშაოა, ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო, რადგან წერილებში აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები

„სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება, რადგან წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს.

მისი თქმით, საჭიროა ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდება მათთვის.

„ჩემთვის ოფიციალური ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ გაკეთებული შეფასებები, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზე. ამ ადამიანებთანაც სამუშაოა. სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება იმიტომ, რომ წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩასვლა და სწორი იფორმაციის მიწოდება, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა