„საქართველოს ეროვნული ლატარია“ - სოციალურად დაუცველი ვალიკო კვაჭაძე მილიონერი გახდა

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ გამარჯვებული რამდენიმე დღე არ ჩანდა.

1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს.

დღე ჩვეულებრივი იყო. ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაემართნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. 18 იანვარს „ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა. ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.

ბილეთის შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსრულდა. მანამდე ის და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბინის დაბრუნების ოცნებამ ლატარიის თამაში დააწყებინათ. ლატარიას კი კათარზისის სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ყიდულობდნენ, იმედად მხოლოდ მოგება ჰქონდათ დარჩენილი.

და მოიგეს! 1 182 454 ლარი!

ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს მილიონერების სტატუსით შეუცვალა.

ახალ მილიონერებს ბევრი გეგმა აქვთ. პირველ რიგში, მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ და ბიზნესს წამოიწყებენ. კიდევ ბევრ ოცნებას აიხდენენ და სამუდამოდ დაემშვიდობებიან მომავლის შიშით სავსე ცხოვრებას.

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ კვაჭაძეებს „ლოტო 6/42“ -ში მოგებულ 1 182 454 ლარს უახლოეს დღეებში საზეიმოდ გადასცემს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს