ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს.

მისი თქმით, ის თანხები, რაც კლინიკებს აქვს მოთხოვნილი, იანვრის ბოლომდე სრულად ჩაირიცხება.

„დავალიანება არ არსებობს. ჩვენ ვიმყოფებით დადგენილების ფარგლებში და დავალიანებას თვის ბოლომდე დავხურავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტროს ვალდებულება უდგას დაფაროს სექტემბრის თვე და სექტემბრის თვის ნაწილი გარკვეულ კლინიკებს უკვე ჩარიცხული აქვს. შესაბამისად, იანვრის ბოლომდე დანარჩენ კლინიკებსაც ჩაერიცხებათ ის თანხები, რომელიც მათ აქვთ მოთხოვნილი, დავალიანებები სახელმწიფოს კლინიკების მიმართ არ გააჩნია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ შემცირდება 520-ე დადგენილების ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილება სამედიცინო პერსონალის ხელფასზე არ აისახება.

„იყო ინფორმაცია, სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა სტრუქტურებში გადინების შესახებ. ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან ის ანგარიშვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს უდგას კლინიკების მიმართ, არ არის 520-ე დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, მათ არანაირი რისკი არ უდგათ გადასახადების და ეს არ უნდა ასახულიყო პერსონალზე. ასევე 520-ე დადგენილება მოიცავს სახელფასო ანაზღაურების იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც ეს იყო 520-ე დადგენილების დაწყებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდაც დაახლოებით მაისის თვიდან, როდესაც ჩვენ მოგვიწევს კლინიკებისთვის 520-ე დადგენილების ფარგლებში ანაზღაურების გადახდა, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე ის ასახული არ უნდა იყოს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმებისა და ექთნების ინტერესებს.

ექიმებისთვის არ შეძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება და გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამომავლოდ სელექტიური კონტრაქტები აუცილებლად გათვალისწინებული იქნება იმ საერთშორისო ნორმატივებზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში, შესაბამისად, მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან საკუთარი თანხების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე“,- განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება შეხვედრებს, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან იმართება, ტიკარაძემ განაცხადა რომ აუდიენციები გრძელდება, თუმცა „მუშაობა გაჭიანურდა, რადგან ექიმების მხრიდან მოწოდებული ფაქტები და მტკიცებულებები, ვერ ჩაითვალა საკმარისად, რომ შეცვლილიყო 520-ე დადგენილების გარკვეული პუნქტები“.

„შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ასევე დღეში ორჯერ სხვადსასხვა სექტორის მიმართულებით. მუშაობა გაჭიანურდა, იქიდან გამომდინარე, რომ ექიმების მხრიდან მოწოდებული ფაქტები და მტკიცებულებები, ვერ ჩაითვალა საკმარისად, რომ შეცვლილიყო 520-ე დადგენილების გარკვეული პუნქტები. ჩვენ მივეცით მათ გარკვეული განმარტებები და მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო