ლევან ხაბეიშვილი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში მივიდა

საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს ინციდენტის ვიდეოკადრების დათვალიერება მოხდება.

ადვოკატის თქმით, ისინი დღეს ლევან ხაბეიშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელიან.

„ექსპერტიზა ჩატარებულია, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია აქვს, გაშიფრული ვიდეო მასალა გვაქვს. ჩვენ პარასკევს დავაყენეთ ოფიციალურად დაზარალებულის სტატუსის მონიჭების თაობაზე შუამდგომლობა. 48 საათის განმავლობაში პროკურორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს ან ჩვენ გვანიჭებენ დაზარალებულის სტატუს ან ფაქტობრივად ამ საქმეს უკვე ეძლევა ფორმალური მსვლელობა, რადგან ყველანაირი საფუძველი აქვს მყისიერი რეაგირების გამოძიებას. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დღემდე, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით ფიგურირებს ჯგუფურ ძალადობაში, არავინ გამოუკითხავთ და გრძელდება ასე ვთქვათ ფორმალური საგამოძიებო ქმედებები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა