სავაჭრო-სამრეწველო პალატა - პალატის მთავარი უპირატესობა რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო საწარმოები და მსოფლიო პალატების ქსელის წევრობაა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის, ალექსანდრე პაპიაშვილის განცხადებით, სხვა მსგავსი ორგანიზაციებისა ან ასოციაციებისგან განსხვავებით, პალატას ორი დიდი უპირატესობა გააჩნია - წევრების 80% არის მცირე და საშუალო ბიზნესი რეგიონებში და პალატა მსოფლიოში არსებული პალატების გლობალური ქსელის წევრია, რაც თავისთავად ბევრ შესაძლებლობას იძლევა. პირველ რიგში ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით.

„პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია-ერთი მხრივ, მთავრობის ფუნქციების გამტარებელი, მეორე მხრივ კი, ბიზნესის ინტერესებს წარმოადგენს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. წევრებთან ყოველდღიური კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვიღებდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საკითხები აქვთ გადასაჭრელი” ,- განაცხადა ალექსანდრე პაპიაშვილმა.

ამასთან, ალექსანდრე პაპიაშვილი პალატის საქმიანობის 2019 წლის საგარეო მიმართულებასაც აფასებს და აცხადებს, რომ გასულ წელს არა ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. გამოსარჩევია DCFTA საინფორმაციო ცენტის პროექტი, რომელიც 2019 წელს დასრულდა, თუმცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაცია პალატამ სერვისად დანერგა. პროექტის ფარგლებში რეგიონების მასშტაბით, 120-ზე მეტი ტრენინგი და 6000-ზე მეტი კონსულტაცია, გამოკითხულ მეწარმეთა საჭიროებების შესაბამისად ჩატარდა.

,,მიმდინარე წელსაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ახალი საექსპორტო ბაზრების ძიებას. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას პალატას რამდენიმე მიმართულებ აქვ. ერთ-ერთი პრიორიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციაა. ვგეგმავთ, ისეთი ბიზნეს ფორუმების ჩატარებას, სადაც დამსწრე კომპანიები ერთმანეთის შესაბამისი ინტერესების მიხედვით შეირჩევიან, რათა გავზარდოთ წარმატებული მოლაპარაკების შანსი. ასევე, თებერვლის თვეში იგეგმება ემირატებში ვიზიტი, სადაც პალატის წარმომდგენლები ქართველ მწარმოებლებთან ერთად, ბიზნესის ინტერესების შესაბამისად შეხვედრებს გამართავენ’’,-აღნიშნა პაპიაშვილმა

ალექსანდრე პაპიაშვილი ქვეყნის განვითარების პროცესში თავისუფალი ვაჭრობების ხელშეკრულებათა მნიშვნელობაზე, ახალი, ნიშური პროდუქტების აღმოჩენაზე, ასევე ევროკავშირისა და ჩინური ბაზრის სპეციფიკაზეც საუბრობს, რომელიც მისივე განმარტებით, ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული.

,,ამ პროცესებს დრო სჭირდება, რომ სტანდარტების შესაბამისად ვაწარმოოთ პროდუქტი და გავიტანოთ ექსპორტზე. მთავარია მაჩვენებლები იყოს მზარდი“,- აცხადებს პალატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

აღნიშნულ ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)