ირაკლი ღარიბაშვილი - ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს კონგრესმენებსა და ჩვენს შორის, უნდა იყოს განხილული არა წერილების, არამედ დიალოგის მეშვეობით

ნებისმიერი კითხვა და საკითხი თუ იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა და ჩვენს შორის, უნდა იქნას განხილული არა წერილების, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგერსმენების წერილების საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი კითხვა და წუხილი დიალოგის რეჟიმში უნდა განიხილებოდეს.

„ჩვენ ამას გავაკებთ. არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის არ შედის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი სახლემწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესებში. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ზოგადად, დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან, არის ნათელი დასტური იმისა, რომ მათი მთავარი საზრუნავი არ არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამოხატულება. პასუხი ამ ყველაფერზე არის დღვანდელი დღე. დღვანდელი დღე არის გამოხატულება ქმედებით, საქმით ამერიკის მთავრობის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ. აი, ეს არის მთავარი. დანარჩენი თუ რაიმე კითხვა არსებობს პოლიტიკოსებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას მოვაგვარებთ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა