პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ილია გამგებლი და დავით ქოქიაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე კიდევე ერთ ბრალდებულს, ლევან ქარდავას, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე - ე.წ. ნავთლუღის ეპიზოდზე მსჯავრდებულია, დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას, დაცვა კი, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა