არჩილ თალაკვაძე - თებერვლიდან რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი შედგება და კონგრესში ჩვენს მეგობრებს ყველაფერზე სრულ არგუმენტაციას მივაწვდით

მესმის, რომ არის ხალხი, ვისაც კრიტიკული განცხადებები საქართველოს მისამართით უხარია, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებისა და სენატორების ნაწილის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთავის გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებულ საკითხს.

მისივე თქმით, ისინი გეგმავენ ამ ყველაფერზე პასუხები მოამზადონ და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეთ აშშ-ის კონგრესთან.

„ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ვიზიტები და შეხვედრები. რამდენიმე საერთაშორისო და მაღალი დონის ვიზიტი შედგება უკვე თებერვლიდან და ჩვენ მათთან გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია. ჩვენს მეგობრებს აშშ-ის კონგრესში ამ ყველაფერს, მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტზეც სრულ არგუმენტაციას მივაწვდით. მესმის, რომ არის ხალხი, ვისაც კრიტიკული განცხადებები საქართველოს მისამართით უხარია, ასევე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე პასუხებს მოამზადებენ და ვისაც კოლეგებთან ნორმალური დიალოგი ექნებათ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო