არჩილ თალაკვაძე - თუ პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობის მხრიდან მას მხარდაჭერა ექნება

თუ პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობის მხრიდან მას მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი შოთაძე პროკურატურის ერთ-ერთი წარმატებული ხელმძღვანელი იყო.

„მოგეხსენებათ კანდიდატურის შერჩევაზე პასუხისმგებელია საბჭო, ეს პროცესი გაწერილია კანონით, ჩატარდა კონკურსი და ჩვენ პარლამენტში ველოდებით კონკურსის შედეგად კანდიდატურის წარმოდგენას, რომელსაც შემდეგ განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი.

თუ ეს კანდიდატი იქნება ბატონი ირაკლი შოთაძე, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ შეფასება, ეს არის ადამიანი, ვისი მთავარი პროკურორობის დროს, პროკურატურამ არაერთი საქმე გამოიძია ეფექტურად, სწრაფად, დროულად, იყო ეს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაული, ასევე საქმეები, როცა სახელმწიფოს სისტემურ დანაშაულს ეხებოდა საქმე. ვფიქრობ, ის იყო ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ხელმძღვანელი ამ უწყების და შემდეგაც, როცა ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, დაზარალებულების მშობლებს და საზოგადოებას ჰქონდათ კითხვები მასთან დაკავშირებით, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვა თანამდებობა და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარი არის მორალური ღირებულებები და არა თანამდებობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თუ მისი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, უმრავლესობის მხრიდან მას ექნება მხარდაჭერა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა