გენპროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი - შეფასება, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი ფორმალურია, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს

გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატის, პაატა გაბელიას განცხადებით, შეფასება, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი ფორმალურია, თვითონ კანდიდატების მიმართ გამოხატავს უპატივცემულობას.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გასაუბრების დაწყებამდე პაატა გაბელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედოვნებს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი ობიექტური იქნება.

"ამის მოლოდინი რომ არ იყოს, მე პირადად, მონაწილეობას არ მივიღებდი. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებებს და ვიღაცების შეფასებას, მაპატიეთ, ვიღაცებად რომ ვახსენებ, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამოა. პირველ რიგში, ჩვენს მიმართ არის უპატივცემულობის გამოხატვა. ასე რომ მიიჩნევდეს პროცესში მონაწილე რომელიმე კანდიდატი, თავმოყვარეობის მიზეზით შემდგომ არ მოიღებდა მონაწილეობას", - განაცხადა პაატა გაბელიამ.

მან უპასუხა კითხვას, რამდენად არის უპასუხისმგებლობა, როცა ხელისუფლების წევრები ღიად უჭერენ მხარს ერთ კონკრეტულ კანდიდატს, მაშინ, როცა საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

"აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა. მე, ნამდვილად გაოცებული ვარ, მაგრამ ეს, ისევ და ისევ, პოლიტიკური შეფასებაა. ამ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკურ შეფასებებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. ეს განცხადებები, ჩემი აზრით, თვითონ საბჭოზე ნამდვილად ვერ მოახდენს გავლენას", - განაცხადა გაბელიამ.

მისი თქმით, გენერალური პროკურორის კანდიდატებად კვალიფიციური იურისტებია წარდგენილები.

„აქ იმდენად კვალიფიციური იურისტები არიან წარმოდგენილები თავიანთი განვლილი ცხოვრებით და საქმიანობითაც, რომ არ მგონია რომელიმე მათგანი ფიქრობდეს, ფარსში იღებს მონაწილეობას", - განაცხადა პაატა გაბელიამ.

გენერალური პროკურორის კანდიდატებთან ინდივიდუალურად გასაუბრების პროცესი დღეს დაიწყო. აღნიშნულ პოზიციაზე სულ 16 კანდიდატია რეგისტრირებული.

საპროკურორო საბჭომ უკვე მოუსმინა კანდიდატ ვიქტორ ახალბედაშვილს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა