ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგს  უკვე ვერანაირი ბუღალტერია და კვლევა ვერ უშველის

დადგა დრო, როდესაც ყველა თანხმდება ერთ ჭეშმარიტებაზე, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური მმართველობა დასრულდეს, - აცხადებს პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისივე განცხადებით, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ შიდა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის საერთო მაჩვენებელი წინ უსწრებს მმართველი პოლიტიკური გუნდის რეიტინგს, რის მიხედვითაც მმართველი გუნდი არჩევნებს წააგებს.

„აღნიშნული კვლევა „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფულია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ და ნინო ბურჯანაძე რაღაც ციფრს არ ააცილონ. ამ კვლევაში ჩემს პარტიას ერთი და იგივე მაჩვენებელია აჭარაში, სადაც ტრადიციულად გაცილებით დიდი მხარდამჭერი გვყავს და ერთ-ერთ რაიონში, სადაც არც პარტიული ოფისი გვაქვს, არც გამორჩეული მხარდამჭერთა ოდენოდა და ბოლო დროს დიდი აქტივობაც არ გვქონია.

ერთი რამ ცალსახაა, „ქართული ოცნების“ რეიტინგს ვერანაირი ბუღალტერია და კვლევა ვერ უშველის, იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვს. დადგა დრო, როდესაც ყველა თანხმდება ერთ ჭეშმარიტებაზე, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური მმართველობა დასრულდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემა შეიცვალოს, რათა ხელისუფლების უზურპაცია ერთპიროვნულად ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს