ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისრაელის ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორულ ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარების აუცილებლობას მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას. მხარეები შეთანხმდნენ მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე”,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო