გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ „მუღამში“ შევიდა და გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად გადაწყვიტა უბრალოდ იბაქიბუქოს და იბრექიოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენების წერილების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადებები.

როგორც უგულავამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება „რამხელა პრობლემაში გაყო თავი“.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მუღამში შევიდა და ამ ჩხუბების მერე გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს. ამის პირდაპირი შედეგია ელჩი ბაქრაძის განცხადება, რომ ტონი არ მოეწონათ კონგრესმენების, ისევე როგორც ბატონი გახარია ამბობს, რომ „მეგობრები წერილებით არ საუბრობენ“. საერთოდ რა სიბრტყეში არსებობს ეს ხალხი, რომელი პოლიტიკური ტრადიციის მატარებელია, საერთოდ რა ქვეყანაში არსებობენ, ახლა უკვე საქართველოს მთავრობა თავისი საელჩოთი ოფიციალურად შევიდა ძველბიჭურ დაპირისპირებაში ამერიკის კონგრესთან და სენატთან, როცა იქ რაღაცა ტონებზე ლაპარაკობენ, იმის მაგივრად რომ ვისაუბროთ იმ შინაარსზე, რა შინაარსმაც გამოიწვია ასეთი მკაცრი და კატეგორიული ტონი“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ეს განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ სრულიად არაადეკვატურია „ქართული ოცნება“.

„საერთოდ განზომილებასაც ვერ ხვდება, ვერ ხვდება რამხელა პრობლემაში შეყო თავი. გარდა პროპორციულზე გადაგდებისა, ერთ-ერთი ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი ის უმსგავსობაა, რაც „ფეისბუკმა“ აღმოაჩინა. უკვე რეალურად ღიად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ღიად შედის ამერიკასთან დაპირისპირებაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლიერებს და აწყობს. თან თუ გავითვალისწინებთ „ფეისბუკის“ აღმოჩენას, რომ ივანიშვილი ერთი ხელით სადღეგრძელოებს ეუბნება დასავლეთს და მეორე ხელით ძირგამომთხრელ საქმიანობასა და ანტიამერიკულ პროპაგანდას აფინანსებს, ყველაფერი თავის ადგილას დგება“, - განაცხადა უგულავამ.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან