გია ვოლსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, ჩეხეთის საელჩოში, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო, გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„პირადად ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული, ბრწყინვალე და თავდადებული ადამიანის, ჩეხეთის სენატის ყოფილი პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო. ჩეხეთის რესპუბლიკამ დაკარგა ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი თავდადებული ლიდერი. ის საქართველოს კარგი მეგობარი და პარტნიორი იყო. ჩვენ გულწრფელად თანავუგრძნობთ და სამძიმარს ვუცხადებთ იაროსლავ კუბერას ოჯახსა და ახლობლებს“, -წერს გიორგი ვოლსკი სამძიმრის წიგნში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო