2020 წლის 27 იანვრის მონაცემებით, უკრაინაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში განაცხადეს.
მათი განმარტებით, დიაგნოზირებული კორონავირუსული დაავადება არ მიეკუთვნება 2019-nCoV- ს სახეობებს.
„ასე რომ, უკრაინაში არ დაფიქსირებულა ახალი კორონავირუსის შემთხვევები“, - აცხადებენ უწყებში.
შეგახსენებთ, რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქირდა.