ნინო წილოსანის ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოში ჰიბრიდულ plug-in ავტომობილებზე აქციზის გადასახადი კიდევ უფრო შემცირდეს

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ინფორმაციით, წახალისების მიზნით, საქართველოში ჰიბრიდულ plug-in ავტომობილებზე აქციზის გადასახადის კიდევ უფრო შემცირება იგეგმება. ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების აღსრულების კონტროლის მიზნით, პარლამენტში დღეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

წილოსანის განცხადებით, 2016-2018 წლებში, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანასთან დაკავშირებით პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან არაერთი ცვლილება განხორციელდა, თუმცა სტატისტიკა არც ისე სახარბიელოა.

"2019 წლის პირველ კვარტალში შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 2 პროცენტი იყო ელექტროძრავიანი ავტომობილები, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ დამატებით სხვა ცვლილებებია საჭირო. რეკომენდაციებია ჰიბრიდულ ფლაგინ ავტომობილების დამატებით აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებაზე, ასევე, ელექტროდამტენი სადგურების პრობლემებზე. დავით ნარმანიამ დაგვარწმუნა, რომ ელექტრო ტრანსპორტის მიმართულებით სემეკი მუშაობს და მიმდინარე წელს ევროპული პრაქტიკის დანერგვას აპირებს. თვალყურს მივადევნებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ელექტროტრანსპორტის შემოყვანა და განვითარება რეალური გახდეს. სახელმწიფოს მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ელექტრო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებაზე. თბილისის მერია არჩევანს სწორედ ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტზე აკეთებს", - განაცხადა წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა