პალესტინის პრემიერი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადოს ტრამპის გეგმას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების შესახებ

პალესტინის პრემიერ მინისტრი, მუჰამედ შტაიეფი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას.

„ეს არის გეგმა, რომ დაიცვან ტრამპი იმპიჩმენტისგან და ნეთანიაჰუ ციხისგან. ეს შუა აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა არ არის. ის აძლევს ისრაელს სუვერენიტეტს პალესტინის ტერიტორიაზე“,-განაცხადა შტაიეფმა.

ამასთან, მედიის ცნობით, პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი დონალდ ტრამპის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ინფორმაციას ადასტურებს პალესტინის სოციალურ საქმეთა მინისტრიც. მისი თქმით, „აბასი უარს ამბობს უპასუხოს ტრამპის სატელეფონო ზარებს“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდებული სამშვიდობო გეგმა“ აქვს, რომელსაც სამშაბათს გაასაჯაროვებს. მისი თქმით, შესაძლოა, „ თავდაპირველად პალესტინის რეაქცია ნეგატიური იყოს, თუმცა სინამდვილეში, გეგმა მათთვის ძალიან პოზიტიურია“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?