დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მათი პრობლემების გადაჭრის კუთხით საქართველოს ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიყოფა.

„2019 წელს საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 2097 დევნილი ოჯახი გახდა. მათ შორის 1047 ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა, 1050-ს კი სააგენტომ სოფლად სახლი შეუსყიდა. 2019 წელს საცხოვრებელი სახლი გადაეცა 164 ეკომიგრანტ ოჯახსაც.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

2020 წელს, 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, უსაფრთხო გარემოში 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახიც განსახლდება.

სააგენტო განსახლების პარალელურად, დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზეც მუშაობს. 2019 წელს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროექტებით 224-მდე დევნილმა ისარგებლა, 2020 წელს კი ეს რიცხვი 300-მდე გაიზრდება“, - აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო