საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი, ამ ეტაპზე, არ დგას

ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი, ამ ეტაპზე, არ დგას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არჩილ კალანდიამ განუცხადა, როგორც უხანში, ასევე ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში პრევენციის უპრეცედენტო ზომები ტარდება.

„ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან და ამის საჭიროება როგორც კი დადგება, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ჩინურ მხარესთან კონსულტაციისა და მოლაპარაკებების გამართვის შედეგად, ამ ეტაპზე არ დგას ამის საჭიროება. დანარჩენს რაც შეეხება, ჩვენს თანამოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნება“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო