ანა დოლიძე და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წევრები unicef-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წევრები unicef-ის წარმომადგენელს ღასან ხალილს და unicef-ის ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელს ნანა ფრულიძეს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანა დოლიძის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართულობის მასშტაბები და პრობლემები. ასევე ისაუბრეს აღნიშნული სენის დაძლევის გზებზე და იმსჯელეს სამოქმედო ნაბიჯებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს განვითარების ფონდი დაინტერესდა აზარტული თამაშების პრობლემებით საქართველოში და განსაკუთრებით არასრულწლოვნების თემით. სამწუხაროდ, დღემდე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური კვლევა - რამდენი ბავშვია ჩართული აზარტულ თამაშებში და რა მავნე ზევგავლენას ახდენს ონლაინ თამაშები მათ ფსიქიკასა და განვითრებაზე. ეს არის პრობლემა, რაზეც ხელისუფლება აქტიურად უნდა მუშაობდეს, მაგრამ ფაქტია, წლებია არაფერს აკეთებს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია uniсef-ის დაინტერესება და ჩართვა ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო