მადრიდის გამოფენაზე ვიზიტორებმა ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი იზაბელ ოლივერი გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ოლივერი საქართველოს სტენდს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ილია გიორგაძესთან ერთად სტუმრობდა.

უწყების ინფორმაციით, გამოფენის სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებზე ესაუბრა.

„მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2020 წამყვანი ტურისტული გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც 165 ქვეყნის 10,487 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ სტენდთან ქართული კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ. გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გამართეს ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა