საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი გაეროს კომისიის ფარგლებში ISDS რეფორმაზე მუშაობს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი გაეროს კომისიის ფარგლებში ISDS რეფორმაზე მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრიდან აცნობეს, ცენტრმა (GIAC) გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიის (UNCITRAL) მე-3 სამუშაო ჯგუფის 38-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

მათივე ინფორმაციით, ცენტრის გენერალური მდივანი, ბექა ინჯია და საარბიტრაჟო საბჭოს თავმჯდომარე თეა მეგენეიშვილი ჩართული იყო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ინვესტორსა და სახელმწიფოების შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის რეფორმაზე მუშაობს. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს საშუალება ჰქონდა პარტნიორებისთვის და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებისთვის საკითხთან დაკავშირებით გაეცნო პოზიცია, რომელიც ცენტრის საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

“სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის სანვესტიციო დავების მექანიზმის რეფორმის რამდენიმე ვარიანტი მათ შორის არის საინვესტიციო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების ე.წ. ad hoc მექანიზმის ან საერთაშორისო საინვესტიციო სასამართლოს შექმნა. ამავე ჭრილში დისკუსიები იმართება ასეთი შესაძლო მექანიზმების დაფინანსების, არბიტრთა შერჩევის, მათი კვალიფიკაციის, გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის ერთადერთი ორგანიზაცია რეგიონში, რომელიც გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ მიზნისკენ, რაც რეგიონში ჩვენი ქვეყნის საარბიტრაჟო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს“, - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიაში (UNCITRAL) დამკვირვებლის სტატუსს 2018 წლიდან ფლობს. აღნიშნულ სამუშაო ჯგუფებში დამკვირვებლის სტატუსს ფლობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცა: ამერიკის არბიტრთა ასოციაცია/დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (AAA/ICDR), ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია (ABA), საერთაშორისო სამართლის ამერიკული საზოგადოება (ASIL), საერთაშორისო დავების მოგვარების ცენტრი (CIDS), ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკისა და ვაჭრობის არბიტრაჟის კომისია (CIETAC), ევროპის ვაჭრობის კონფედერაცია (ETUC), საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია (IBA), ტრანსნაციონალური არბიტრაჟის ინსტიტუტი (ITA), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტი (SCC), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) და სხვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო