„რადიო თავისუფლება“ - საფრანგეთი წინააღმდეგია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების

საფრანგეთი წინააღმდეგია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივამ ხელი შეუწყოს ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ორ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც პარიზმა ევროპული კომისიის მიერ ინიცირებული კონსულტაციის ფარგლებში განსახილველად წარმოადგინა და 2019 წლის ოქტომბრითა და 2020 წლის იანვრით თარიღდება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს ეხება.

საფრანგეთის ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია: „ჩვენი პასუხისმგებლობის სულისკვეთებამ კოლექტიურად უნდა დაგვიცვას ილუზიების სტიმულირებისგან, ან ორაზროვნებისგან ჩვენ პარტნიორებს შორის პარტნიორობის მიზნებთან დაკავშირებით“.

საფრანგეთი აცხადებს, რომ პარტნიორობა ეფუძნება ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას და გამორიცხავს ევროკავშირში ინტეგრაციის, ან წევრობის ყველა პერსპექტივასა და მექანიზმს.

„მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ გავამყაროთ ჩვენი პარტნიორობის მდგრადობა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის მოდერნიზების კუთხით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში, რომელიც 2009 წელს შეიქმნა, 6 ქვეყანა ერთიანდება - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბელორუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის