თბილისში, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე. ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე.

„ამაღამ, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაიკეტება გზა კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ „ამირანთან“. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა