დავით ზალკალიანი - ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერ ძალადობა თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარი კიდევ ერთი გამოწვევაა

ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერ ძალადობის თემაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საკითხი თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარი კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც მნიშვნელოვან ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ზალკალიანმა მონაწილეებს აცნობა, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია არაფორმალურ შეხვედრას აღნიშნულ თემაზე. მისი თქმით, ღონისძიებამ ხელი შეუწყო დაინტერესებულ მხარეთა გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაცნობას, ასევე კიბერ ძალადობის სხვადასხვა ფორმისა და ქალებსა და გოგონებზე მისი ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. „ღონისძიებამ წარმოაჩინა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინირებულად გამოყენება ამგვარ ძალადობაზე ყოვლისმომცველი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა სტამბულის კონვენციის მნიშვნელობაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდო მიუერთდნენ ამ კონვენციას“, - განაცხადა მინისტრმა. 2020 წლის მარტში, საქართველოს თავმჯდომარეობა ორგანიზებას გაუწევს ღონისძიებას ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ციფრული განზომილების შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში, ქალთა სტატუსის კომისიის 64-ე სხდომის ფარგლებში გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო