ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობებს ტოვებს

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს. იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას.

მისი განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა.

„ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩი. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და ჩვენ, იანვრის დასაწყისში, გვქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა გარკვეული დროც მქონოდა პირადი, ან ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. მათ შორის, აგრემანზე მოთხოვნაა გაგზავნილი, რომელსაც თებერვლის შუა რიცხვებში ველოდებით. სავარაუდოდ, სწორედ თებერვლის მიწურულს იგეგმება ჩემი იქ ჩასვლა და ჩემი, როგორც ელჩის რანგში მოღვაწეობის გაგრძელება“, - განაცხადა იზორიამ "პოსტ ტივის" ეთერში.

ცნობისთვის, ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა