პოლიციამ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

დეტალების შესახებ ჯერჯერობით უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი, 24 წლის მამაკაცი მარჯვენა ფერდქვეშა არეშია დაჭრილი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: პოლიციამ სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო