აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ „მწვანე ბარათის“ მიღების პირობის გამკაცრების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, იმ ლეგალური მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში სოციალური დახმარებით სარგებლობას საჭიროებენ, „მწვანე ბარათის“ მიღება რთულდება.

„როიტერსის“ ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ნორმა დაბლოკა.

გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, კანონის ახალი ნორმა მთელს ქვეყანაში დაამკვიდროს, გარდა ილინოისის შტატისა, სადაც ქვედა ინსტანციამ მისი განხორციელება დაბლოკა.

სარჩელები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ნიუ-იორკის, კონექტიკუტისა და ვერმონტის შტატების, ასევე ნიუ-იორკ სითისა და რა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო შეტანილი.

შეგახსენებთ, კანონპროექტით აშშ ლეგალური მიგრანტებისთვის „მწვანე ბარათის“ მიღების პირობებს ამკაცრებს. კერძოდ, მწვანე ბარათის მიღება ყველაზე მეტად გაურთულდებათ იმ ლეგალურ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში სოციალური დახმარებით (public charge) სარგებლობას საჭიროებენ. ახალი წესის თანახმად, საიმიგრაციო ოფისები განიხილავენ ისეთ ფაქტორებს, როგირიცაა ასაკი, განათლებისა და ინგლისური ენის ცოდნის დონე, რათა დაადგინონ, მიგრანტი აშშ-ში ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრებას შეძლებს, თუ სოციალური დახმარება დასჭირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა