გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებული მამაკაცი შტარნბერგიდანაა, რომელიც მიუნხენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ გერმანია, საფრანგეთის შემდეგ, მეორე ევროპული ქვეყანაა, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

სხვა ქვეყნები, სადაც ჩინეთის გარდა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა, არის იაპონია, ტაივანი, ნეპალი, ტაილანდი, ვიეტნამი, სინგაპური, ავსტრალია, აშშ და საფრანგეთი.

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი - 4 515-ია.

იხილეთ ვიდეო: გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო