„თბილისის აეროპორტში“ და „წითელ ხიდზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

„თბილისის აეროპორტში“ და „წითელ ხიდზე“ 45.896.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, მათი კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, ჯამში, 45,896.34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 319.73 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 17,067.45 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, მეორე შემთხვევაში, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა