ექიმის ინფორმაციით, „სპარის“ დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმ დავით დავითაშვილის ინფორმაციით, „სპარის“ დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე განცხადებით, პაციენტი პალატაშია გადაყვანილი.

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში შემოყვანილია 24 წლის ახალგაზრდა. მას ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა მუცლის ღრუში. ჭრილობა იყო შემავალი, დაზიანებული იყო ღვიძლი, მდგომარეობა თავიდან სტაბილური იყო, უმნიშვნელო სისხლის დაკარგვით, გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია, ჰემოსტაზი, ასევე ჭრილობის პირველადი ქირურგიულილ დამუშავება, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და ავადმყოფი იმყოფება პალატაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, „სპარის“ თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: თბილისში "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს: ჩხრეკისას დასაკეცი დანა, პნევმატური პისტოლეტი და ორლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა