ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკის განვითარების ფონდი 30 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ენერგიის პირველი სადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს

მიმდინარე წლის მარტში ენერგეტიკის განვითარების ფონდი 30 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ენერგიის პირველი სადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინვესტორების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მათ მიერ შეთავაზებული დაბალი ტარიფი იქნება.

„ვფიქრობთ, რომ მარტში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას 30 მეგავატამდე მზის ელექტროენერგიის გამომმუშავებელი პირველი სადგურის მშენებლობაზე. ველოდებით, რომ ინტერესი მაღალი იქნება და ბევრი ინვესტორი მიიღებს მასში მონაწილეობას, თუმცა ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი, განვითარებულ ტექნოლოგიასთან ერთად, იქნება შედარებით დაბალი ელექტროენერგიის საფასური, რასაც შემოგვთავაზებს ესა თუ ის ინვესტორი,"- განაცხადა თურნავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო