ნათია თურნავა - არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ, ეს „შავი პიარია“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს თითქოს გუნდში არასტაბილურობაა

ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ტყუილს უწოდებს.

„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ. ვფიქრობ, ეს არის აგორებული „შავი პიარი“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს თითქოს არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია", -განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო