ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრის კონფედენციალური ინფორმაციის გასაჯაროვებაზე ესაუბრა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან გამართა და მას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველი კომისარს იუსტიციის მინისტრისა და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის კონფედენციალური ინფორმაციის გასაჯაროვების შემთხვევების თაობაზე ესაუბრა, რაც ომბუდსმენის შეფასებით, როგორც პერსონალური მონაცემების უკანონო გასაჯაროების ფაქტს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა კომისარს პროცესზე დაკვირვება და სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერა სთხოვა. ევროპის ადამიანის უფლებათა კომისართან ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს და კომისარს ამ საკითხებთან დაკავშირებით გააქტიურება სთხოვა. საუბარი ასევე შეეხო ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, არასამთავრობო სექტორზე და ადამიანის უფლება დამცველებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს. შეხვედრას სახალხო დამცველი მოდგილეებთან თამარ გვარამაძესთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ეკატერინე სხილაძესათან ერთად დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა