Change.org-ზე გამოქვეყნებულ პეტიციას, NBA-ის ლოგო კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეიცვალოს, მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, Change.org-ზე გამოქვეყნებულ პეტიციას, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლოგო, კობი ბრაიანტის სურათით შეიცვალოს. ინიციატივის ავტორი მოუწოდებს ყველას, ხელი მოაწერონ პეტიციას „კობი ბრაიანტის სახელის უკვდავსაყოფად“.

ამ დოისთვის, NBA-ის ლოგოზე, რომელიც ალან სიგელმა შექმნა, „ლოს ანჟელეს ლეიკერსის“ ლეგენდარული მოთამაშის, ჯერი ვესტის სილუეტია გამოსახული.

კობი ბრაიანტი, 41 წლის ლეგენდა, აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. ის 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯაიანა, იმ პირებს შორის იყვნენ, რომლებიც 26 იანვარს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს