გლდანის პირველ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 241 110 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ ოთარ გრიგოლიასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროექტის დეტალები გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა