თამარ კორძაია - ვხედავთ, რომ ხელისუფლება ლევან იზორიას უპატრონოდ არ ტოვებს და ნამდვილად კარგ სახელმწიფოში უშვებს

ვხედავთ, რომ ხელისუფლება ლევან იზორიას უპატრონოდ არ ტოვებს და ნამდვილად კარგ სახელმწიფოში უშვებს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, რომელიც ლევან იზორიას გერმანიის ელჩად დანიშვნას შეეხებოდა.

მისივე თქმით, იზორიას საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად საუბარი შეუძლებელია და მასზე მხოლოდ ირონიით შეიძლება ლაპარაკი.

„ეტყობა ადამიანს უნდა სიმშვიდე, შეწუხდა ასეთი ხმაურით მის მიმართ და ახლა უნდათ გაუშვან გერმანიაში, რომ განარიდონ ამ პრობლემებს. იზორია ძალიან სერიოზული თემაა, იმიტომ, რომ სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონში მხოლოდ ლევან იზორიას ძმა არ არის პრობლემა, ესაა მისი ბიძა, მისი ნათესავი, რომელიც ახლა პარლამენტში შემოდის. არ არსებობს სფერო და ბიზნესი, რომელსაც იზორიების კლანი ჩხოროწყუში არ განკარგავენ", - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, თავად იზორიას მინისტრობის პერიოდზე საქმეცაა აღძრული.

„თუმცა, ვხედავთ, რომ იზორიას უპატრონოდ ეს ხელისუფლება არ ტოვებს და ნამდვილად კარგ სახელმწიფოში უშვებს. ასეთი წარსულისა და ეჭვების მქონე ადამიანი როგორ წარმოადგენს გერმანიაში საქართველოს ინტერესებს, ამაზე არავინ გვპასუხობს.ჩვენ მიჩვეულები ვართ ხელისუფლების თვითნებობას. მხოლოდ და მხოლოდ ირონიით უნდა ვუყუროთ ამ საკითხს სხვა გზა არ დაგვრჩა“, - განაცხადა კორძაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა