სალომე სამადაშვილი - საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს გუნდში ივანიშვილი საარჩევნოდ

საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს ლევან იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ საკუთარ გუნდში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან ლევან იზორიას მიერ თანამდებობების დატოვების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გადაჯგუფებები პარტიის შიგნით „კლანურ დაპირისპირებაზე" მიუთითებს.

„არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებდა იზორიას და ჩვენ დავრწმუნდით ამაში, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები სრულიად დაუსჯელად და კანონის გარეთ მოქმედებენ. ამის კარგი მაგალითია იზორიას და მისი ძმის შემთხვევა. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ ეს გადაადგილებები და შესაძლო ცვლილებებიც ერთადერთ რამეს აჩვენებს - რეჟიმს, რომელიც მიახლოებულია დასასრულს, ახასიათებს მსგავსი მოქმედება, როცა გადაჯგუფებებით ცდილობენ შექმნან განცდა, რომ თითქოს რაღაც ახალი აქვთ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, გამძაფრებულია შიდა კლანური დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში". საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ საკუთარ გუნდში,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს. იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა