ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმაზე - კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება

კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება, როგორც მახსოვს: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიასა და პატრულის თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

"ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაშინ როცა მოხდა, ვიცოდით, გავიგეთ, რომ გააჩერეს და რაღაც ინციდენტი მოხდა, მეც დავარქმევდი, რომ რაღაც უმნიშვნელო. იქ არ მიდის არც ხელით შეხება და არც გინება. ასეთი პრეცედენტი ძალიან ბევრი ხდება. თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე ათჯერ უფრო მძიმე თემები ხდება, რომელსაც არ ვაკავებთ. პოლიციას იქ არ აგინებს", - განაცხადა გომელაურმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოს.

მისივე თქმით, გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს, რა უძღოდა წინ დაპირისპირებას.

"რა თქმა უნდა, ეს ძლიან არასასიამოვნო იყო. ეს ადამიანი აგრესიული გახდა, თუმცა ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა ის არ ჩანს. რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული? ეს ადამიანი, როგორი ადამიანია ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ შევაფასო, ბოდიშს მოგიხდით. ოჯახმა გააკეთა განცხადება და ა.შ. ის თემა, რომ ის ადამიანი ხელით ეხება, არ აგინებს... ნუ, მოხდა ეს პრეცედენტი ექვსი წლის წინ. ეს ახლა ამას (საპატრულო პოლიციის თანამშრომელს), შენახული ჰქონდა, თუ რა ჰქონდა ნამდვილად არ ვიცოდი. არც მახსოვდა ეს დვალიშვილი იყო, სხვა გვარი იყო, თუ ვინ იყო...

(კიტა იზორია) ხელითაც არ შეხებია.კი, ერთს ეუბნება, როგორც მახსოვს: "ფორმას გაგხდით". ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება. უარესები რომ ხდება ეს არ არის გამართლება, მაგრამ ასეთი შემთხვევბი, რომ ადამიანს არ აკავებ ხშირია", - აღნიშნა გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა