ვახტანგ გომელაური - დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად წასვლა - რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან იზორიას გერმანიის ფედერაციაში საქართველოს ელჩად დანიშვნის საკითხი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გადაწყდა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იზორიას ელჩად დანიშვნა პოლიტიკას არ უკავშირდება.

„როგორც მე ვიცი, დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ბატონი ლევანის გერმანიაში ელჩად წასვლა. რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს. იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა