ელენე ხოშტარია - ამ ხელისუფლებას დიდი ხანია სურს კრიტიკული აზრი შეზღუდოს

ცდილობენ სასამართლო პრეცედენტებითა და გადაწყვეტილებებით დაამკვიდრონ პრაქტიკა - შენ თუ მთავრობისთვის მოსაწონი ფორმით არ აკრიტიკებ ხელისუფლებას, ამისთვის დაისჯები სასამართლოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს დისკუსიის - „ადმინისტრაციული დაკავება-ხელისუფლების იარაღი" დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მასობრივი დაკავებები როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული კუთხით, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური დევნა და უსამართლობაა, გამოიკვეთა აზრის გამოხატვის შეზღუდვის მიზანმიმართული ტენდენცია.

„ჩვენ ვიცით, რომ ამ ხელისუფლებას დიდი ხანია სურს კრიტიკული აზრი შეზღუდოს. ხან საუბრობენ რაღაცა კანონის მიღებაზე, იმიტომ, რომ ვითომ სიძულვილის ენა აწუხებთ, მაშინ როცა თავად არიან სიძულვილის ენის ქარხნის ამშენებლები „ფეისბუკში". ცოტა ხნის წინ მიიღეს კიდეც ამაზე რეაქცია. ხან რას ცდილობენ, ხან რას, ახლა კი ცდილობენ სასამართლო პრეცედენტებითა და გადაწყვეტილებებით დაამკვიდრონ ეს პრაქტიკა, რომ შენ თუ მთავრობისთვის მოსაწონი ფორმით არ აკრიტიკებ ხელისუფლებას შენ ამისთვის დაისჯები სასამართლოში. ამიტომ იყო კითხვები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის გინება დასჯადია თუ არა?!. ამაზე მსჯელობაც კი ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანაში აზრის გამოხატვა იზღუდება. რუსეთში იყო მსგავსი, მერე გაჩნდა ცარიელი პლაკატები. ეს იყო პროტესტის ფორმა, იმიტომ რომ პუტინზე არაფერი ცუდის თქმა არ შეიძლებოდა. ამ ტენდენციისკენ მივდივართ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ამ ფაქტების გათვალისწინებით იკვეთება იმის საფრთხე, რომ ნელ -ნელა შეიძლება ისეთი სამართლებრივი ქვეყანა გავხდეთ, სადაც უბრალოდ აზრის გამოხატვა და რაღაცის თქმა იქნება დასჯადი.

"ჩვენ ასევე ვნახეთ საკრებულოში რაც მოხდა. ერთია რა საშინელებაც მოხდა და მეორე, მთელი მთავრობა რომ ამართლებს - "შეურაცხმყოფელ რაღაცას ამბობდაო" და ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობა ერთი და იგივეაო. ამასაც გვაჩვევენ. თუ არ მოგვეწონება, რასაც იტყვით მაშინ გაილახებით, დაგიჭერთ და ა.შ."- განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა