შს მინისტრი იზორიას ძმის ინციდენტში მონაწილე პოლიციელზე - ვალდებული იყო ვიდეო გენერალურ ინსპექციაში წაეღო და არ უნდა შეენახა

ჩანაწერებით არ უნდა გამოვვარდე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრულის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი დვალიშვილის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზოარიას ძმასთან, ვახო (კიტა) იზორიასთან დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას.

გომელაურის თქმით, პატრულ-ინსპექტორი ვალდებული იყო გადაღებული მასალა გენერალურ ინსპექციაში წაეღო და ვიდეო არ უნდა შეენახა.

„რაც შეეხება დევნას, რაც ახლა ამ ადამიანმა გააკეთა... საპატრულო პოლიციაში ჩვეულებრივი რეფორმა გაკეთდა და ამ ადამიანს უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ეს ჩვეულებრივი თემაა. დღეს მინისტრი ვარ, ხვალ შეიძლება დამიძახონ, მითხრან მოადგილედ უნდა გადახვიდე ამ და ამ სამინისტროში. გუნდს ეს სჭირდება, გადაწყვეტს პრემიერი, მთავრობა და მე უნდა გადავიდე. უკაცრავად, ჩანაწერებით კი არ უნდა გამოვვარდე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. მინდა ხაზი გავუსვა, თუ ამან (პოლიციელმა) ნახა, რომ დანაშაული იყო, ვალდებული იყო ეს წაეღო გენ.ინსპექციაში ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. "ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახე" - ვინ დევნიდა?!. ეს ადამიანი ექვსი წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, დაუსაქმეს არა, მივიდა, მუშაობა დაიწყო ქალბატონმა. ხელი არავის შეუშლია. როგორ ფიქრობთ, ექვსი წელი რომ დევნაში ყიფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს მიერ და ზეწოლის ქვეშ რომ ყოფილიყო, იმუშავებდა?!“, - განაცხადა გომელაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო