სალომე სამადაშვილი - თუ "ოცნებამ" არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაარწმუნებს დასავლელ პარტნიორებს, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მძიმე ხვედრი ელოდება

თუ უახლოეს მომავალში "ქართულმა ოცნებამ" არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაარწმუნებს დასავლელ პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დემოკრატიული პროცესის გაუქმებას, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას წინ ელოდება ძალიან მძიმე ხვედრი, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტის რობინ შეპარდის განცხადებებს.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ეს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

"ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ვაშინგტონში თუ არსებობს ვინმე ვისაც აინტერესებს საქართველო, ყველა თანხმდება ერთ რამეზე, თუ უახლოეს მომავალში "ქართულმა ოცნებამ" არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დემოკრატიული პროცესის გაუქმებას, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას წინ ელოდება ძალიან მძიმე ხვედრი, ეს იყო გაცხადებული ჰალიფაქსის წარმომადგენლის მიერ, როცა ის საუბრობს კონგრესის ზეგავლენის ბერკეტებზე, ეს ბერკეტები არის მრავალი და გულისხმობს როგორც პერსონალიზებულ სანქციებს, ასევე დღევანდელი ხელისუფლების დახმარების შეზღუდვას. ჩვენი პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას. ეს არის მათი მოთხოვნა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უკანასკნელი გზავნილებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმაცია, როგორც გვითხრეს, დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისათვის, რობინ შეპარდი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს