ეკატერინე ტიკარაძე - სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს პრემიერი და თუ ის დაიგეგმება, ამის შესახებ კომენტარს გააკეთებს თვითონ პრემიერი

სამთავრობო ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი გეგმავს - ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიქნები თუ არა, ამაზეც გადაწყვეტილებას ის მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

„სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს ქვეყნის მეთაური, პრემიერ-მინისტრი და თუ ის დაიგეგმება, ამის შესახებ კომენტარს გააკეთებს თვითონ პრემიერი. ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიქნები თუ არა მე, ამის შესახებაც გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი. მე მაქვს დაწყებული ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც არის დასასრულებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა