გიორგი ჩაკვეტაძე - მექანიკურად თუ გამიზნულად ბრალს მდებენ თითქოს მე ვმონაწილეობდი საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაში - ეს არის დიდი ტყუილი

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე 24 იანვარს, თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიაში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, ის დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა და მხოლოდ სხდომას ხელმძღვანელობდა. ამასთან, საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია როგორც ფიზიკური დაპირისპირება, ისე პიროვნული შეურაცხყოფა.

„ამ ეპიზოდში ჩემი მონაწილეობა სხდომის თავმჯდომარეობით შემოიფარგლებოდა. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის წევრის ზღვარგადასული პიროვნული შეურაცხყოფა მიუღებელია. მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ვიხილეთ დესტრუქციული ძალის წარმომადგენლის ფიზიკური ანგარიშსწორებაც ჩემს თანაგუნდელზე. სიცრუე და დეზინფორმაცია არის ამათი ხელწერა, ისევე როგორც ძალადობა. მექანიკურად თუ გამიზნულად ბრალს მდებენ თითქოს მე ვმონაწილეობდი ფიზიკურ დაპირისპირებაში - ეს არის დიდი ტყუილი - მე სხდომა მიმყავდა“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დამლაგებლების შრომითი ანაზღაურების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დასაფასებელია ის შრომა, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. გიორგი ჩაკვეტაძე განმარტავს, რომ ტენდერის მიხედვით, კონკრეტული კომპანია გაწეულ სამუშაოს თავად ანაზღაურებს.

„დასაქმებულებს აქვთ მოქნილი გრაფიკი და დღეში საშუალოდ 2-3 საათი მუშაობენ საკრებულოში. ისინი სხვა დაწესებულებების სისუფთავეზეც ზრუნავენ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო