გურამ მაჭარაშვილი კონგრესმენების განცხადებებზე - კონსულტაციების საფუძველზე დარწმუნებული ვართ, შევძლებთ მათი ცნობიერების ამაღლებას

კონსულტაციების საფუძველზე დარწმუნებული ვართ, შევძლებთ მათი ცნობიერების ამაღლებას, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან კონგრესმენების განცხადებებს.

მისივე თქმით, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტი რაიმე პრობლემას ვერ ხედავს, რაც შეეხება ცალკეულ კონგრესმენებს, მათ ინდივიდუალურად მიაწოდებენ მეტ ინფორმაციას.

გურამ მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტის რობინ შეპარდის განცხადებებს და აღნიშნა, რომ „თუ ვინმე ფიქრობს, რომ რომელიმე ქვეყნის მიზანია ურთიერთობების გართულება, ეს მისი პრობლემაა“.

„თქვენ იცით სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულების განცხადება, რომელიც ასევე ამტკიცებს იმას, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები მტკიცეა და კიდევ უფრო განმტკიცდება.

არსებობს შესაძლო არასწორი ინფორმაციები, ასევე სუბიექტური დაინტერესებები, მაგალითად „ფრონტერასთან“ დაკავშირებით განცხადებები მიანიშნებს ამას. ასე რომ, მთავარი გახლავთ ის, რომ ქვეყნებს შორის არსებობს მტკიცე კავშირი და ქვეყნის ოფიციალური ორგანო, რასაც ქვია სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოსთან აქვს მჭიდრო კავშირი და ასევე გააგრძელებს. ის პრობლემას აქ ვერ ხედავს. რაც შეეხება ცალკეულ ინდივიდუალურ განცხადებებს, კონსულტაციების საფუძველზე დარწმუნებული ვართ შევძლებთ მათი ცნობიერების ამაღლებას,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა