მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და „ფეიკ ნიუსის“ მკაფიო მაგალითია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და „ფეიკ ნიუსის“ მკაფიო მაგალითია.

„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ველოდებით. სამწუხაროდ, ოპოზიციური ძალებისა და მათთან დაკავშირებული ტელევიზიების მხრიდან მცდელობაა, რომ მოსახლეობას არასტაბილურობის განცდა შეუქმნან“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ლევან იზორიას მიერ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის და დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებას და გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად დანიშვნას, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეს არის ის ცვლილება, რომელიც გააუმჯობესებს ურთიერთობას გერმანიასთან.

„ლევან იზორიასთან დაკავშირებით არავითარ სკანდალს არ აქვს ადგილი, თავისი საქმიანობის განმავლობაში ის კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას. რაც შეეხება მის დიპლომატიურ სამსახურში მივლენას, ეს იმის გამოძახილია, რომ მას ჰქონდა გერმანიაში როგორც სწავლის, ასევე მოღვაწეობის გამოცდილება და კარგად იცნობს ამ ქვეყანას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა