ანრი ოხანაშვილი ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნაზე - ელჩების როტაციის პრინციპი მიღებული ფორმაა და ეს ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხია

ელჩების როტაციის პრინციპი მიღებული ფორმაა და ეს ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხია, - ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივნის, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც გარკვეულ დროს დგება.

"ზოგადად გეტყვით იმას, რომ ელჩების როტაციის პრინციპი მიღებული ფორმაა. ეს არის საკითხი, რომელიც გარკვეულ დროს დგება ხოლმე, შესაბამისად ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხი ელჩის როტაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეტალებს და სხვა კონკრეტულ საკითხებს, თქვენ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს. იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს საქმიანობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს