ანრი ოხანაშვილი - ვინც არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი გენერალური პროკურორობის კანდიდატად, ოპოზიციის მხრიდან ყველა შემთხვევაში იქნებოდა კრიტიკა

გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის მიმართ კრიტიკა არის ვიწროპარტიული და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, განუცხადა. მისი თქმით, ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ პოსტზე წარდგენილი, კრიტიკა ყველა შემთხვევაში იქნებოდა.

„კრიტიკა არის ვიწროპარტიული და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული. ვინც არ უნდა იყოს წარდგენილი გენერალური პროკურორობის განდიდატად, ვისაც არ უნდა შეეტანა განაცხადი, ოპოზიციის მხრიდან ყველა შემთხვევაში იქნებოდა კრიტიკა. დავსვათ კითხვა: რას აკრიტიკებენ? დახურულია სხდომები და ვერ ადევნებენ თვალს, როგორ მიმდინარეობს პროცესი? არ არის განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები? ამ კრიტიკას ობიექტური საფუძველი არ გააჩნია,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, ირაკლი შოთაძის გარდა არის თუ არა სხვა რომელიმე კანდიდატი, რომელსაც ის მხარს დაუჭერდა, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ არიან ასეთი ღირსეული კანდიდატები.

„ნამდვილად არიან ღირსეული კანდიდატები, რომლებსაც შესაძლებელია საპროკურორო საბჭოს ფარგლებში მე მხარი დავუჭირო. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარსდგებიან საბჭოს წინაშე და ასევე, მათ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე", - აღნიშნა მან.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა