ანრი ოხანაშვილი - ცივილური, კანონის ფარგლებში გამოხატული ფორმით პროტესტი, მისაღებია

ცივილური, კანონის ფარგლებში გამოხატული ფორმით პროტესტი, მისაღებია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ 4 თებერვალს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კანონის ფარგლებში აზრისა და პროტესტის გამოხატვა ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

„კანონის ფარგლებში ყველაფერი მისაღებია. თუკი ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს გაცდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე რა კანონდარღვევა შეიძლება ჩაიდინოს ვინმემ, შესაბამისი ადეკვატური პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერიას 4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს